ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ავსტრიელი კომპოზიტორია.მისი მამა ცნობილი მევიოლინე იყო.ეს გენიალური კომპოზიტორი 1756 წელს დაიბადა ავსტრიის ქალაქ-ზალცბურგში.მოცარტის ნიჭი მსოფლიოში უნიკალურია,რადგან გასაოცარი ხარისხით 5 წლიდან წერდა მუსიკას,6 წლის ასაკში პროფესიონალურად უკრავდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე.შეამჩნია რა შვილის განსაკუთრებული პოტენციალი,მამამ სამოგზაუროდ წაიყვანა იგი,რათა ყველას გაეცნო.ეს მოგზაურობა 3 წელი გრძელდებოდა.ამ ტურნეში შედიოდა პარიზი,ლონდონი,ციურიხი,ვენა,ბრიუსელი და სხვა ქალაქები,შინ დაბრუნებისას კი მოცარტმა პირველი ოპერა დაწერა.
1766 წელს,მოცარტი ოჯახთან ერთად ტოვებს ვენას ეპიდემიის გამო,მაგრამ კვლავ ბრუნდება და ქმნის "ბასტიენ და ბასტიენას" და ოპერა "ბუფას",თუმცა მისი პრემიერა იტალიური ინტრიგების გამო არ შედგა.1769 წელს კომპოზიტორი,რომელსაც ვულფისაც ეძახდნენ,იტალიურ ტურნეს იწყებს,რომელსაც კულმინაციური წარმატება მოჰყვა.იქ მას იღებს ბოლონიის ფილარმონიის აკადემია,სადაც ხვდება ისეთ ცნობილ მუსიკოსებს,როგორებიცაა:ჯოვანი ბატისტა სამარტინი,ნიკოლო პიჩინი და ჯოვანი პაისიელო.
1770 წელს მოცარტმა დაწერა ოპერა-სერიები:"Mitridate,Re di Ponto","Serenada teatrale Ascanio in Alba" და "Dramma per musica Lucio Silla".
1778 წელს პარიხში დაიდგა მოცარტის ბალეტი "Les petits riens",თუმცა დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
1779 წელს ის ბრუნდება ზალცბურგში და ქმნის ოპერას "იდომენევსკი-კრეტის მეფე".
ვენაში გატარებული წლები მოცარტის ცხოვრებაში შემომქმედებითად ყველაზე ნაყოფიერია.სწორედ იქ დაწერა "ფიგაროს ქორწინება","ჯადოსნური ფლეიტა","ასე იქცევა ყველა ქალი","დონ ჟუანი" და ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი.პარადოქსია,მაგრამ "ფიგაროს ქორწინებას" დიდი წარმატება არ მოჰყოლია,ყველაზე დიდი პპულარობა წილად ხვდა "ჯადოსნურ ფლეიტას".
მოცარტის ქორწინებაც ვენაში შედგა.მან ცოლად შეირთო კონსტანცა ვებერი,რომელთანაც 6 შვილი შეეძინა,თუმცა მხოლოდ 2 გადარჩა.
მოცარტის სიცოცხლის ბოლო წლები მის ეკონომიკურ გაჭირვებას უკავშირდება.დაჯერებელია,მაგრამ ვულფი აღარ იყო მოთხოვნადი და აღარც მოსწავლეები ჰყავდა.ამიტომ იძულებული გახდა,მიეტოვებინა ძვირადღირებული სახლი და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.
მოცარტი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა საეჭვო გარემოებით,რადგან მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია,ყველაზე გავრცელებული ვერსიით,ვულფი ციებცხელებით გარდაიცვალა,თუმცა სავარაუდოა ინფარქტის ან სიფილისის მიზეზიც.ცნობილია,რომ ვულფის მტრებიც ჰყავდა და ლეგენდის დონეზე ცნობილია,რომ იგი მისმა კოლეგამ,ანტონიო სალიერიმ მოწამლა.კომპოზიტორი დასაფლავებულია ვენაში,წმ.მარქსერის სასაფლაოზემოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები იყო "რექვიემი", რომელიც სამგლოვიარო ხასიათის საგუნდო ნაწარმოებს წარმოადგენს. მისი დაწერა კომპოზიტორს ერთმა უცნობმა სთხოვა, რომელსაც სურდა თავისად გაესაღებინა. მოცარტი თითქოს გრძნობდა, რომ თავისთვის წერდა ამ რექვიემს
მოცარტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ფილმი "ამადეუსი".მასში ნაჩვენებია მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა და მტრობა სალიერისთან.ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა და ისეთ ადამიანებსაც შეაყვარა მოცარტი,რომლებიც არ სწყალობდნენ კლასიკურ მუსიკას.პირადად მე ერთ რამეში დავრწმუნდი ამ გენიალური კომპოზიტორის მაგალითით,რომ არაა აუცილებელი გენიოსი იყოს შეშლილი ან მეამბოხე,ბობოქარი ცხოვრების მოყვარული,თუმცა აუცილებელი მოთხოვნაა იყოს ისეთი ნაზი სულის მქონე ადამიანი,როგორიც ვულფია ♥ ♥